სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდმა სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირებულ სკვერს თბილისის მერი, კახა კალაძე, მოადგილეებთან ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანთან, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი კარგი პროექტი, სკუდიერის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. მანამდე აქ ცუდი მდგომარეობა იყო. ტერიტორიაზე დაახლოებით, 600-მდე სახეობის ხე-მცენარე დაირგო, დამონტაჟდა განათების ქსელები, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, მხატვრებისთვის განთავსდა სავაჭრო სტენდები, სადაც შეძლებენ საქმიანობის გაგრძელდებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამ 1 700 000 ლარი შეადგინა, რესტავრირდა და მოპირკეთდა საყრდენი კედელი, მოეწყო მწვანე თარგები და სარწყავი ქსელი, დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე, ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იმყოფებოდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა