აკაკი ზოიძე - მე მაინტერესებს, ავცრათ 80%, რადგან 60% არ გვეყოფა - რა დროს არჩევნებზეა საუბარი, როდესაც რეალური საფრთხე გველოდება

საარჩევნო კამპანიის მაგივრად, ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებდი. რა დროს არჩევნებზეა საუბარი, როდესაც რეალური საფრთხე გველოდება შემოდგომაზე, - ამის შესახებ ექსპერტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ვაქცინაციის პროცესი ჩავარდება, ამით საქართველოს ეკონომიკას მომავალი აღარ ექნება.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან, მისი განცხადებით, თავიდანვე ვაქცინაციის დაწყებამდე, პროცესში საზოგადოების ყველა ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო ჩართული.

"არცერთ მომენტში არ ვამბობდი, რომ ჩვენ ვაქცინაცია დავაგვიანეთ. ვიცოდით, რომ ეს დაიწყებოდა ზაფხულიდან - ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში ეს ასეც ეწერა, რადგან რეალისტური გათვლები, მსოფლიო კონიუნქტურის გათვალისწინებით, ეს იყო. საზოგადოებრივი აზრი უნდა მოგვემზადებინა და ამაში ხელისუფლების თითოეული შტოს პასუხისმგებლობა არის. აქ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა მართვის ცენტრი ვერ შეძლებს, რაც არ უნდა ვიდეორგოლები და ყოველდღიური პრესკონფერენციები ჩაატარონ, აქ უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევას როგორც უმკლავდები, ოკუპაციაზე არანაკლები გამოწვევაა ეს. თუ ჩავარდა ვაქცინაციის კამპანია, ჩათვალეთ, რომ ჩვენს ეკონომიკას ხვალ მომავალი არ აქვს, ხვალიდან საშინელ ციკლში ჩავვარდებით. ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, საზოგადოების ყველა ინსტიტუტის მობილიზება მხოლოდ მას შეუძლია. სახელმწიფოს და ეროვნული უსაფრთხოების დონეზე აყვანის შემთხვევაში, ხელისუფლების ყველა შტო, საზოგადოების ყველა ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში.

მერე, როდესაც დარწმუნება აღარ ყოფნით, იძულებითი ან ირიბი იძულების მეთოდებით წახალისების მეთოდები შემოდის, ესეც დაგვჭირდება ალბათ, მაგრამ ახლა უნდა ამოვწუროთ ყველა რესურსი ადამიანების დარწმუნების მათ ენაზე. მე მაინტერესებს, რომ ავცრათ 80%, 60% არ გვეყოფა - ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა ჩემთვის და მე საარჩევნო კამპანიის მაგივრად, ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებდი. რა დროს არჩევნებზეა საუბარი, როდესაც ჩვენ რეალური საფრთხე გველოდება შემოდგომაზე, კიდევ უფრო რეალური საფრთხე ზამთარში და არა მხოლოდ ეკონომიკა და ადამიანები დაგვეღუპონ, არამედ მომავალში, ძალიან ცუდი განვითარების გზები ჰქონდეს ქვეყანას", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა