პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინც ალბერტს შეხვდა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც პიანისტი მეორედ არის მიწვეული "მონტე-კარლო პიანო მასტერის" საერთაშორისო ჟიურის წევრად.
„ახლახან პრინცმა შექმნა ფონდი ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშესაწყობად. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი ნორჩი ტალანტების ხელშეწყობის საკითხებს. შესაძლო მომავალი პროექტი დამუშავების პროცესშია. მისასალმებელი და სასიხარულოა საქართველოს საპატიო კონსულის დავიდ რანდალის ჩართულობა ამ პროცესში", -განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.