საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა ვაშინგტონში, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, ABA ROLI - ის დირექტორ ალბერტო მორასთან და ABA-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევები, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას უკავშირდება.
„ალბერტო მორამ ხაზი გაუსვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელოვან როლს საქართველოში სანდო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შენების პროცესში და განაცხადა, რომ ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია უფრო აქტიურად გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ამ პროცესში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.