საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ვაშინგტონის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ვაშინგტონის ადვოკატთა ასოციაციის (DC Bar) ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე შეთანხმდნენ, მათ შორის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში პრო-ბონო იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, სამოსამართლო კანდიდატების შეფასების სისტემის სრულყოფისა და განგრძობადი იურიდიული განათლების მიმართულებით.

„DC Bar სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული თვითმმართველი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 1972 წელს დაფუძნდა და 110 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

ასევე, 20 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აშშ-ს სასამართლოების ნაციონალური ცენტრის (NCSC) ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეფრი აპერსონმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართველი და ამერიკელი იურისტების ჩართულობით ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სახის ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის მიმართულებით NCSC-ის ხანგრძლივ გამოცდილებასა და რესურსებზე, რომელსაც დაგეგმილი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები გაგვიზიარებენ. NCSC 1971 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების სისტემების ხარისხიანი ადმინისტრირების ხელშეწყობა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა