დეპუტატ დავით ზილფიმიანის განცხადებით, შეუერთდებიან თუ არა „ევროპელი სოციალისტები" სავარაუდოდ მოსმენის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელმოწერით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება.
მისივე თქმით, პირადად ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„აქ არაფერი საწინააღმდეგო, რომ მსჯელობა ჩატარდეს არ შეიძლება იყოს, მაგრამ კოლექტიური გადაწყვეტილებისთვის ახლა ვამზადებთ პოლიტსაბჭოს სხდომას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ჯგუფურად. ჩემი პირადი მიდგომაა, რომ ამაში საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ, იმსჯელებს პოლიტსაბჭო და გამოიტანს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზილფიანმა.
ცნობისათვის, ფარული მოსმენების საკითხზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივა ფრაქციას „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" ეკუთვნის. ფრაქცია ამ მოთხოვნით დეპუტატთა ხელმოწერებს აგროვებს.