საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ქალაქ ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს შეილა ბოსტონს შეხვდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობის გზებსა და საერთო ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. მათ შორის, ამერიკელი კოლეგების ვიზიტზე საქართველოში.
საუბრისას ხაზი გაესვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში ქართველი ადვოკატების როლისა და უნარ-ჩვევებს გაძლიერების აუცილებლობას, რა მიზნითაც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პრო-ბონო მიმართულების განვითარებაში.