ადვოკატთა ასოციაციამ ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

16 სექტემბერს, ნიუ იორკის შტატის დედაქალაქ ალბანიში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ენდრიუ ბრაუნმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციაში გაიხსნება საქართველოს სექცია, რომელში ინდივიდუალური გაწევრიანების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ ქართველ ადვოკატს მიეცემა.

„ საქართველოს სექციის ფარგლებში, ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები და სხვა სახის ღონისძიებები, რაც ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ამერიკულ პრაქტიკას, გამოცდილებას და ამერიკელ კოლეგებთან დაამყარონ მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა.

შეხვერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის განვითარების აუცილებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხარისხისა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას. პრეზიდენტმა ბრაუნმა მზადყოფნა გამოთქვა ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის რესურსებითა და გამოცდილებით მხარი დაუჭიროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოებაში ქართველი ადვოკატების ცოდნისა და უნარების გაძლიერების მიმართულებით.

აღნიშნულ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების იურიდიულ პროფესიებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ადვოკატურის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას”,- აღნიშნავენ უწყებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა