„ინტერპრესნიუსის“, ambebi.ge-ს, bpn.ge-სა და „კვირის პალიტრის“ პორტალებზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა - 40 % ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს მისცემდა. 17 %-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ნაწილის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია, მესამეზე კი 13 %-ით - პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.
აღნიშნულ პორტალებზე გამოკითხვა 13-14 სექტემბერს მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 27 758 მკითხველმა მიიღო. გამოკითხვისას ხმის მიცემა ერთი მოწყობილობიდან მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი.
უფრო კონკრეტულად გამოკითხვის შედეგები ასეთია:
ანა ბიბილაშვილი - „ლელო“ - 3 %;
ანა დოლიძე - „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 5 %;
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 9 %;
გიორგი გახარია - „გახარია - საქართველოსთვის“ – 13 %;
გიორგი ლომია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2 %;
თამარ კეკენაძე - „მესამე ძალა“ – 1 %;
კახა კალაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 40 %;
მიხეილ ქუმსიშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1 %;
ნიკანორ მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17 %;
სხვა - 3 %;
ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი - 6 %
მოცემული ინტერაქტიული გამოკითხვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის კვლევას და მასში მხოლოდ აღნიშნული ვებგვერდების მკითხველის პოზიციაა დაფიქსირებული.