კახა ოქრიაშვილი - დარწმუნებული ვარ, „Edison Research“-ის კვლევა ახლაც დაემთხვევა რეალობას და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართული ოცნება“ 33%-საც ვერ აიღებს

"ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის მრავალი კვლევა ქვეყნდება და არც 2 ოქტომბრის რეფერენდუმია გამონაკლისი. კვლევების დამკვეთები აქვეყნებენ რადიკალურად განსხვავებულ, საკუთარ სურვილებზე მორგებულ შედეგებს. შედეგების ფალსიფიკაციით განსაკუთრებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“ - მე მათ კვლევებს არ ვენდობი, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში, მათ მიერ გამოცხადებული შედეგები არ ემთხვევა რეალობას. საზოგადოებას შევახსენებ თუნდაც ნიკა მელიას მაჟორიტარულ არჩევნებს გლდანში, როცა „ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით მას 36 % დაუწერეს, მის კონკურენტ ლევან კობიაშვილს კი 52%-ით პირველი ტური გაუფორმეს. რა მოხდა სინამდვილეში - ნიკა მელიამ ლევან კობიაშვილზე 2 %-თ მეტი აიღო და კონკურენტი მეორე ტურში 44 %-თ გადაიყვანა.

მე ვენდობი „Edison Research“-ის კვლევებს - ამ ორგანიზაციის საბოლოო შედეგები, თუნდაც 2020 წელს, ყველაზე ახლოს იყო რეალობასთან - მათი პროგნოზები მართლდება.

„Edison Research“-ის კვლევის წლევანდელმა შედეგებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“, რადგან საზოგადოებამ დაინახა ხელისუფლების რეალური რეიტინგი. თუკი „Edison Research“-ის მიერ გამოცხადებული შედეგები მისაღები იყო 2020 წელს, რომლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ 46 % ჰქონდა და მათ 48% გაიფორმეს არჩევნებში, მაშინ ახლა რატომაა მიუღებელი, როცა წლევანდელი კვლევით „ოცნებას“ მხოლოდ 33 % აქვს?!

დარწმუნებული ვარ, „Edison Research“-ის კვლევა ახლაც დაემთხვევა რეალობას და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართულ ოცნება“ 33%-საც ვერ აიღებს", - აცხადებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა