კახა კუჭავა ავსტრიაში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ვიზიტით ვენაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპული ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იქნება, ხოლო აზიური და აფრიკული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან კახა კუჭავა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. მასთან ვისაუბრებთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე და ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის აქტიურ მონაწილეობაზე. სპიკერების კონფერენცია 4 წელიწადში ერთხელ იმართება, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს“,- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან გამართავს შეხვედრას.

„შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული მდგომარეობა, ზოგადად, ოკუპაციის, კოვიდ პანდემიის ფონზე, მაგრამ რაც მთავარია, ის პროცესები, ის რეფორმები, რომლებსაც საქართველო, მიუხედავად ამ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის ფონზე ახორციელებს“,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა