ზურაბ ზვიადაურს თავდებში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილიც ჩაუდგნენ

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თავდებში ჩაუდგნენ.

შესაბამისი განცხადები მათ მათ თელავის რაიონულ სასამართლოში გააკეთეს, სადაც ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ იქნება გამოყენებული, ზურაბ ზვიადაურს საკუთარ სახლს შესთავაზებს.

"მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. ჩემს სახლში მივიყვან, თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველს სართულზე და თუ გავალ ჩავკეტავ და თუ მივალ გავიღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის, ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელი, ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ, მე ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული, ეს სახლი თბილისში, საირმის გორაზე მდებარეობს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

"თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ, მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად", - განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

„თანახმა ვარ ვუზრუნველყო მისი კანონიერი ქმედება, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ - 21 წელი. მზად ვარ, ვაკონტროლოთ ზვიადურის მოქმედება“, - აღნიშნა ბექაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა