კრემლი „პატრიოტთა ალიანსის“ წერილს ეხმაურება

რუსეთის ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივად არსებულ მდგომარეობაზე და მათი გაუმჯობესების მოწოდებას ეთანხმება - ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ კრემლის პრესსამსახურში განუცხადეს, სადაც კომენტარი გააკეთეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წერილზე, რომელიც პარტიამ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მისწერა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში დახმარების თხოვნით.

„ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას არსებულ ორმხრივ კავშირთან დაკავშირებით და ამ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას. რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების მხარდაჭერისთვის. როგორც ცნობილია, ჩვენ არ ვყოფილვართ მათი გაწყვეტის ინიციატორები“, - განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.

კრემლში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას პრეზიდენტისადმი აშკარა დადასტურება უწოდეს იმისა, რომ „რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები, რომლებსაც სურთ ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა“.

როგორც კრემლის პრესსამსახურში აღნიშნეს, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის დისკუსიის ფორმატში და ორმხრივ დონეზე, კარასინი-აბაშიძის არაფორმალური დიალოგის გამოყენებით.

„ამის დამსახურებით მიღწეულია ზოგიერთი შედეგი სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადეს კრემლში.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

წერილში ირმა ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა