ელისო ბოლქვაძე - ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 2022 წლის სექტემბერში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით კვლავ გაიმართება

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 2022 წლის სექტემბერში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით კვლავ გაიმართება.

ელისო ბოლქვაძე ეხმაურება ფესტივალის გადადებას და აღნიშნავს, რომ ფესტივალი მომავალ წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაუბრუნდება.

„პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გამო, იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება.

თუმცა, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ რიგით მეცხრე ფესტივალი კვლავ გაიმართება, 2022 წლის სექტემბერში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით.

ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი, რომელიც დავაარსე 2013 წელს, საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით, მალე შეიყვარა მსმენელმა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ზოგადად, ფესტივალის დამკვიდრების პროცესი სირთულეებს მოიცავს და საწყის ეტაპზე ბევრ გაუთვალისწინებელ გამოწვევას წავაწყდი.

დიდი მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგად, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, ბათუმის ფესტივალი დღეს წარმოადგენს მნიშვნელოვან, საერთაშორისო, კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას.

ფესტივალის დროს აჭარის რეგიონის არაჩვეულებრივ ბუნებას ყოველწლიურად ეცნობიან მსოფლიოში აღიარებული, მოწვეული, მუსიკოსები, რომლებსაც დიდხანს მიჰყვებათ საქართველოში განცდილი ემოციები.

ფესტივალის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას და კულტურული ინტეგრაციის პროცესს, რაც ითვალისწინებს როგორც გალა-კონცერტების, ასევე მასტერკლასებისა და სემინარების გამართვას.

ბედნიერი ვარ ასევე, რომ საშუალება მომეცა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შესაძლებელი გამხდარიყო უნიკალური არტ-ბანაკის პროგრამის განხორციელება ფესტივალის ფარგლებში.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სპეციალურად შემუშავებული სახელოვნებო პროგრამებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ და ეზიარონ მაღალ ხელოვნებას.

ფესტივალი მომავალ წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაუბრუნდება მსმენელს და კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება ულამაზეს ქალაქ ბათუმს.

იმედს ვიტოვებ, რომ პანდემია მალე დასრულდება და საზოგადოება დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა