ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი წელს აღარ ჩატარდება

2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შავი ზღვის მუსიკალური და ხელოვნების ფესტივალი ავრცელებს.

„ინტერპრესიუსის“ მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გამო იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება.

აქვე გაცნობებთ, რომ რიგით მეცხრე ფესტივალი გაიმართება 2022 წლის სექტემბერში იუნესკოს მაღალი პატრონაჟით.

ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელმა, დღეს უკვე პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ. ფესტივალმა ძალიან მალე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დღეს წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას. აჭარის რეგიონის არაჩვეულებრივ ბუნებას ყოველწლიურად ეცნობიან მსოფლიოში აღიარებული მოწვეული მუსიკოსები, რომლებსაც დიდხანს მიჰყვებათ საქართველოში განცდილი ემოციები. ფესტივალის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციასა და კულტურული ინტეგრაციის პროცესებს, რაც ითვალისწინებს როგორც გალა-კონცერტებს, ასევე მასტერკლასებსა და სემინარებს.

აღნიშნული ფესტივალი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო მისიებთან და ახორციელებს უნიკალურ არტ-ბანაკის პროგრამას განათლების სამინისტროსთან ერთად. ფესტივალში ინტეგრირებული არტ-ბანაკი მოიცავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის შემუშავებულ სპეციალურ სახელოვნებო პროგრამას. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კრეატიული პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ და ეზიარონ მაღალ ხელოვნებას. ფესტივალი მომავალ წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაუბრუნდება მსმენელს და კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება ულამაზეს ქალაქ ბათუმს!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა