ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის დეპუტატები გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. მათ ადგილობრივებისგან მოისმინეს ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას.
პარლამენტის წევრებმა ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.
საოკუპაციო ხაზთან ასევე იმყოფებოდნენ: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.