კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივებისგან მოისმინა ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას. პარლამენტის წევრებმა ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.

„დეპუტატების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და თრგუნავს იმ რესურსს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზზე არსებული მწვანე ბაღები არის დემონსტრირება იმის, რომ არსებულ რეალობას არ შევეგუებით და ადგილობრივები ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე არასდროს იტყვიან უარს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა