კომიტეტებმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული კანონპროექტები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მთავარი მიზანია მოაწესრიგოს გარკვეული ინსტიტუციური საკითხები, რომლებიც გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან არის დაკავშირებული.

„ინსტიტუციურ მართვაში ვგულისხმობ გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული საექსპერტო საკვლევი კომპონენტის მთლიანად გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანას. პრაქტიკაში გარემოს ეროვნული სააგენტო აქამდეც დაკავებული იყო სწორედ გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურის საექსპერტო ნაწილზე, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდგომ იგი იქნება მთავარი ინსტიტუტი, რომელიც გაცემს დადებით ან უარყოფით დასკვნებს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან და ასევე მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების თაობაზე ანგარიშთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულწილად გააუმჯობესებს ბიუროკრატიულ მექანიზმს. როგორც ის აღნიშნავს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის პარალელურად ცვლილებები რვა საკანონმდებლო აქტშიც შედის.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, სისტემაში ჩამოყალიბდება ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, გააუმჯობესებს და უფრო ეფექტიანს და ეკონომიკურს გახდის კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

პარლამენტის წევრების მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით ორივე კომიტეტმა დაუჭირა მხარი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა