პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭომ სხდომაზე მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებს. დღეს, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პოლიტიკურ საბჭოს, შემადგენლობის ორი წევრით გაზრდა შესთავაზა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კონფერენცია გაიმართება არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აჭარის რეგიონის წარმომადგენლების, ირაკლი მიქელაძისა და კახა ცეცხლაძის არჩევა მოხდება.

ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ პოლიტიკური საბჭოს წევრებს მისი მოადგილეები გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა. ასევე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ბერდია სიჭინავას, პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძის და პარტიის ახალგაზრდული მდივნის თანამდებობაზე საბა ჯიქიძის დანიშვნის შესახებ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა