კულტურის კომიტეტთან  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც კულტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სექტემბერში შეიქმნება. კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების მაღალი რანგის სპეციალისტები და ექსპერტები კომიტეტს თავიანთ ხედვებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ და არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე სახელოვნებო რეფორმაზე გამახვილდა ყურადღება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეიქმნება ასევე სამუშაო კომისია, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართული და კომიტეტთან ერთად შემუშავდება სისტემა, რომელიც საქართველოს დღევანდელ რეალობაზე იქნება მორგებული.

„როგორც ვიცით, კულტურის სფერო ძალიან დაზარალდა პანდემიით. დღევანდელ შეხვედრაზე კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით არსებობულ პრობლემები და გამოწვევები განვიხილეთ და მათი გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა