ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“, გიორგი გახარიას პარტიამ და „ლელომ“ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 230 ათასი ლარი მიიღო. მათ შორის პარტიას ყველაზე მეტი 50 ათასი ლარი ლევან ჭიკაძემ შესწირა.

სამი თვეში შემოწირულობების ოდენობით „ქართულ ოცნებას“ პარტია „საქართველოსთვის“ მოსდევს. მას ჯამში, 219 516 ლარი 48 შემომწირველმა გადაურიცხა.

პარტიის შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები: ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, გიორგი ხოჯევანიშვილი და ბექა ლილუაშვილი, პარტიის პრესსამსახურის უფროსი სოფო მდინარაძე და პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთ პარტიას, „ლელო საქართველოსთვის“ მაისიდან ივლისის ჩათვლით თანხა ორმა შემომწირველმა ჩაურიცხა. მათ შორის, ერთმა ნიკა ხაზარაძემ ტრანზაქცია 4-ჯერ განახორციელა. ჯამში, სამი თვის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით კი 33 030 ლარი მიიღო.

რაც შეეხება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას“, პარტიამ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 26 660 ლარი მიიღო. მათ შორის, პარტიას ყველაზე მეტი 17 ათასი ლარი ბესარიონ ქამადაძემ შესწირა. სამი თვის განმავლობაში შემომწირველებს შორის ყველაზე აქტიური იყო ვიქტორ გამყრელიძე და მარინე ერემაშვილი. გამყრელიძემ პარტიას სამჯერ 100-100 ლარი შესწირა, ხოლო ერემაშვილმა სამჯერ 20-20 ლარი გადაურიცხა.

რაც შეეხება კიდევ ორ საპარლამენტო ძალას, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „მოქალაქეებს“, არც გიორგი ვაშაძის და არც ალეკო ელისაშვილის პარტიას აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წელს შემოწირულობა არ უფიქსირდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა