29 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები ჰოლანდიის მმართველ პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საქართველოს პარლამენტში. ოთახი A304
29 ივლისს, 11:00 საათზე, საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, ქუთაისში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია გაიმართება.
მის: ქუთაისი, ო. ჩხობაძის ქ. 20 „ო. ჩხობაძის სახელობის სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკა“.
საკონტაქტო: თეო გურგენიძე - 551080604
29 ივლისს, 12:00 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის „განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #13 საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206
29 ივლისს, 12:00 საათზე, ღონისძიება „საქმიანი შეხვედრა პოლონური და ქართული კომპანიების მონაწილეობით" გაიმართება.
თემა: საქართველოსთან სამეწარმეო თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვა და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
მის: „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" (ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, 0190)
საკონტაქტო: გვანცა გრიგალაშვილი - 599 71 83 35
29 ივლისს, 12:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი პატიმრის ბესიკ თორდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე განცხადებას გააკეთებს.
საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599161015
მის: გორგასლის N24
29 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვევა.
მის: ჩახრუხაძის ქ. N17
29 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს ეწვევა.
მის: კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
29 ივლისს, 17:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად კოტე და სოსო წერეთელების სახლ-მუზეუმს ეწვევა.
მის: დიმიტრი უზნაძის ქ. N2
29 ივლისს, 16:00 საათზე, ბათუმში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია გაიმართება.
მის: ტბელ აბუსერიძის ქ.#2 (ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო)
საკონტაქტო: თეო გურგენიძე - 551080604
29 ივლისს, 16:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა „ჰიბრიდული გამოწვევები და მათთან ბრძოლის საშუალებები“ გაიმართება.
ღონისძიებას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე გაუწევს.
მომხსენებლები: ვახტანგ კაპანაძე, „ჯეოქეისის“ ექსპერტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი) და ვლადიმერ სვანაძე, ა(ა)იპ „ინტერნეტ განვითარების ინიციატივა“, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი.
დისკუსია გაიმათება live რეჟიმში „ჯეოქეისის“ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeocaseGeo/
29 ივლისს, 17:00 საათზე, „People in Need“ საქართველო, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიასა და კავშირი-ასოციაცია „აგორასთან“ თანამშრომლობით თბილისში, ბაგებში არსებული მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრის ღონისძიებას გამართავს.
მის: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 63
29 ივლისს, 19:00 საათზე, ალფა-ჰაბში საქველმოქმედო გამოფენა „ერთმანეთისთვის" გაიმართება.
საკონტაქტო: 32 298 81 76