ინგა გრიგოლია - ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ, რა დღეში ჩავაგდეთ იქით - გამოვალთ ყოველდღე, დაგხვდებით ყველგან!

ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებს კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაცია დააბრალა.

„ჩვენ ყველანაირი შეურაცხყოფა მოგვაყენეს რაც შეიძლებოდა, რომ ჟურნალისტებისთვის მოეყენებინათ. გული რომ გაგისკდება, ტირილს რომ დაიწყებ, რომ დაიხრჩობი, არის ის ბრალდება, თითქოს, ჩვენ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაციას ვეწევით. თქვენ მართლა სპეკულანტებო. თქვენ მართლა უსინდისოებო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა არ შეიძლება ჟურნალისტთა ოჯახს მიაყენო. როცა გამოდიან ჟურნალისტები, ტირიან, აპროტესტებენ, მოითხოვენ გარდაცვლილი მეგობრის, კოლეგის გამო აიღოთ პასუხისმგებლობა, ვის აბრალებენ ესენი, პოლიტიკურად სპეკულირებთ გარდაცვლილი კოლეგითო?! რაფალიანცის საქმით მოსული „ოცნება“ როგორ გვიბედავს ჩვენ. მკვლელებს რომ ეძახდნენ ოპონენტებს, გიორგი ღვინიაშვილზე განცხადებებს რომ აკეთებდნენ და ბევრი წელი გიორგი ამ პარლამენტის დეპუტატი იყო, კაციშვილს არ მოუთხოვია პასუხი, იმიტომ, რომ იტყუებოდნენ, ცილს სწამებდნენ. არსად არავინ გაქცეულა, ვისაც პატარა ბავშვის მკვლელობას აბრალებდნენ. რატომ არ მოსთხოვეთ პასუხი თქვენ მართლა სპეკულანტებო თქვენ?!

ასეთი გაბრაზებული არც იმ წინა აქციაზე ვყოფილვარ, როგორც ვარ ახლა. როგორ გვიბედავთ?! ვისაც არ გამოგიცდიათ რას ნიშნავს კოლეგის გარდაცვალება, ნაცემი, ნატკენი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოლეგის გარდაცალება, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგავართ აქ. ვისაც არ გამოგიცდიათ თქვენი თანამშრომლების, პატარა, ახალგაზრდა ბავშვების დარდი და ტკივილი, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგავარ აქ. ამ ბავშვებს რომ ვუყურებდი იმ დღეს, ის ნაძირლები რომ დასდევდნენ, მაშინ ვთქვი, რომ მე მეტი გზა არ აქვს. იმიტომ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებს თვალებში ვერ ჩავხედავდი აქ რომ არ ვიყო დღეს. ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით.

ყველა გზას გვიკეტავენ ოღონდ არ მივეკაროთ, ოღონდ კითხვა არ დავუსვათ, ის კითხვა, რაც დასასმელია. აღარ გვიშვებენ არცერთ შეხვედრაზე, ასე შევაშინეთ ხელისუფლება. ასე შეშინდნენ, საშინლად, ყველა გარბის, სადაც ჩვენს მიკროფონს ხედავენ, სადაც 4 კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტს ხედავენ. ეს თქვენი მხარდაჭერით მოვიპოვეთ ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვხედავთ,“- განაცხადა გრიგოლიამ.

მან ყველა ელჩს, ვინც საქართველოშია და ვინც ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, თორემ ამათი იმედი ჩვენ არ გვაქვს. იზოლაციაში მოგვაქცევენ, უკან მიგვათრევენ საბჭოთა კავშირში, მოსკოვი უნდათ, თორემ იმ განცხადებებს ყურად როგორ არ იღებდნენ რაც ამ დღეებში კეთდება?! ამათ იმედი აქვთ მოგვბეზრდება, დავიღლებით, დავიშლებით. არ დავიშლებით, ყოველდღე გამოვალთ, ვიომებთ, ვიბრძოლებთ. დასაჯეთ დამნაშავები! აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა! გადადგეს პრემიერ-მინისტრი! სანამ ეს არ მოხდება, არ დავიშლებით! გამოვალთ ყოველდღე, პატარ-პატარა თუ დიდი აქციებით. დაგხვდებით ყველგან!

გუშინ მოგვიწყეს სანახაობა, ვითომ დაიწყეს მოძალადეების სახლების ჩხრეკა, დაკითხვაზე რომ გადაიყვანეს და გამოუშვეს, იმიტომ გამოუშვეს, რომ ეს მოძალადე ჯგუფები „ოცნების“ იატაქვეშა „ოცნებაა“. თავის ხალხს ხომ არ დაიჭერენ ხალხო?! მინდა მადლობა გითხრათ. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, არ დავიღლებით! შემდეგი რომელი მინისტრი მოიჭრით თავს და ღონისძიებას ჩუმად ჩაატარებთ ძალიან მაინტერესებს? თუ რამე მასწავლა ჩემმა მრავალწლიანმა ჟურნალისტურმა ცხოვრებამ, თქვენი დასასრული სახეზეა. როცა ხელისუფლება კრიტიკულ მედიას ემალება, იმ დღეებიდან იწყება დასასრული. ეს მინახავს ბევრჯერ და ამას ახლაც ვხედავ“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა