კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

"პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს."პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მასმედიის თითოეულ წარმომადგენელს.

შექმნილ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან ერთ არაკომპეტენტურ ადამიანს მეორე ჩაანაცვლებს, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა კი მაინც გაგრძელდება. დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და არა პრემიერი, ან მინისტრები - ისინი მხოლოდ ბატონი ივანიშვილის დარგობრივი პრესსპიკერები არიან.

ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისიდან ვითხოვ მთავრობის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რადგან ივნისის ცნობილი მოვლენების დროს დაწყებული კრიზისი გრძელდება და დღითიდღე უფრო მწვავდება.

კიდევ ერთხელ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირას და არა თვის დასაწყისში, რათა ოპოზიციურად განწყობილ ძალებს მიეცეთ სათანადოდ მომზადების საშუალება", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა