პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სათავო ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც მმართველი გუნდის წევრი, თამარ ტალიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, სხდომაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც.
„ჩვენ ვისაუბრებთ პარლამენტის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სისტემატიურად იკრიბება და მართავს უმრავლესობის შეხვედრებს“, - აღნიშნავს ტალიაშვილი.