ხელისუფლების ვალდებულებაა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია, მას არ უნდა დაეშვა ძალადობა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია.
„დღეს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თითოეულ ნათქვამ სიტყვასაც კი, ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, კატეგორიულად მიუღებელია, ამ ვითარების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება.
ხელისუფლების ვალდებულებაა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია, მას არ უნდა დაეშვა ძალადობა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის.
შექმნილი ვითარების განმუხტვა ახლა უმთავრესი ამოცანაა - ამაში ყველამ საკუთარი პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოს და ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას“, - აცხადებს ხოჯევანიშვილი.