ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 8 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში 105 213 ლარი შესწირეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 21-მა სუბიექტმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან პარტიას ყველაზე მეტი - 25-25 ათასი ლარი პარტიის წევრებმა, ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი ხოჯევანიშვილმა შესწირეს.
შემომწირველებს შორისაა პარტიის წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პარტიის პრეზენტაცია კი გიორგი გახარიამ 29 მაისს გამართა.
იხილეთ შემომწირველები სრულად: