კახა კახიშვილმა მაჟორიტარებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის საკომუნიკაციო არხების აუცილებლობაზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მაჟორიტარებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის თაობაზე კიდევ ერთხელ მიმართა.
„ბატონო პრემიერო, კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ საკოორდინაციო საბჭოს შექმნის თაობაზე, საბჭო რომელზეც მე ვსაუბრობ გახლავთ მაჟორიტარებთან საკომუნიკაციო ორგანო. ძალიან ბევრი თხოვნა მომდინარეობს მოსახლეობიდან, მაგრამ საკომუნიკაციო არხები იმდენად ეფექტურად არ მუშაობს, რომ დროულად მივიტანოთ მოსახლეობის ტკივილი და იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად არის გადასაწყვეტი საკითხები”, - განაცხადა კახიშვილმა.