ზვიად ძიძიგური - ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან უჭირთ - თუ გახარია “არც ბიძინა და არც მიშა” კონფიგურაციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, "კონსერვატორების" და „ოცნების“ ძველი გვარდიის მხარდაჭერა ექნება

ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ლუსტრაცია იმისი, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ მათ ძალიან უჭირთ, 43%-ის აღების ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ რიგებში დაწყებულია „ძალიან სერიოზული გადინების პროცესი“ და ეს ადამიანები ძირითადად გიორგი გახარიას პარტიას ირჩევენ. მისივე თქმით, სწორედ ამით აიხსნება მმართველი ძალის რიტორიკა, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული.

,, თქვენ ხედავთ რამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია გიორგი გახარიას პოლიტიკაში გამოჩენამ. პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩა არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას არ გამოხმაურებია და უარყოფითად არ გამოუყვანია. ხელისუფლება გონს არ არის ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ლუსტრაცია იმისი, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ მათ ძალიან უჭირთ, 43%-ის აღების ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ და გახარია არის „ნაციონალებთან“ შეკრული, ამიტომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა არ უნდა იფიქროს, რომ გახარიას დაუჭიროს მხარი - ეს არის ამ წერილის მთელი არსებობის არსი. ამით კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა რეალობისგან ძალიან დაშორებულია. ეს წასული კაცის მიერ დაწერილი განცხადება არ არის და ძალიან რომ გაუჭირდათ იმიტომ გააკეთეს ეს.

„ქართული ოცნების“ რიგებში დაწყებულია ძალიან სერიოზული გადინების პროცესი და ისინი ძირითადად გიორგი გახარიას პარტიას ირჩევენ იმისათვის, რომ პოლიტიკური საქმიანობა განაგრძონ. სწორედ ამით აიხსნება მმართველი ძალის დღევანდელი რიტორიკა, რომლებიც ამბობენ, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია. გახარია ელექტორალური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“, მათი ამომრჩევლისთვის ძალიან სწორი ტექსტები აქვს გიორგი გახარიას“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის შეფასებით, თუ გახარიას პარტია აირჩევს კონფიგურაციას, რომელსაც არ ერქმევა „არც ბიძინა და არც მიშა“ ამ შემთხვევაში მათ, როგორც „კონსერვატიული პარტიის“ ასევე, „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის წარმომადგენლების მხარდაჭერაც ექნებათ.

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში მომწიფებულია სიტუაცია პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს ძალა, რომელსაც არ ერქმევა არც ბიძინა და არც მიშა, თუ ასეთი ტიპის კონფიგურაციის ჩამოყალიბებას გიორგი გახარია შეუწყობს ხელს, ამ შემთხვევაში გვექნება აზრთა გაზიარება. მაგრამ, თუკი გიორგი გახარია მხოლოდ თავისი პოლიტიკური პარტიის ირგვლივ შემოიფარგლება - ყველას მინუს ერთი ასე იქნება და მოუწევს მთელ პოლიტიკურ სპექტრთან დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ ამას არა მხოლოდ ზვიად ძიძიგური, არამედ „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის წარმომადგენლებიც დაუჭერენ მხარს, ანუ ის ხალხი ვინც 2011-12 წლებში ვიყავით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩემს ძველ თანაგუნდელებთან გვქონია კონსულტაციები ასეთ კონფიგურაციაზე, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის ღუზა, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა