ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო

ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული ფოთის ცენტრალური და დამხმარე სტადიონების მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, ქალაქის მერთან გოჩა კურღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ფაზისის ქუჩაზე გაეცნო.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული ფოთის მერიის სამსახურების უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქში არსებული საჭიროებები განიხილეს. სახელმწიფო რწმუნებულმა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, არსებული პრობლემების მყისიერ გადაჭრაზე და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ეწყობა, რომელიც 2023 წელს თბილისსა და ბათუმთან ერთად ფოთშიც ჩატარდება.

ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება. ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 8 ქუჩაზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა