ნიკა მელია - „ოცნება" გაიგებს ყველაფერს დღეს, ხვალ, ზეგ, ძალიან ამომწურავად ვისაუბრებ, მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს

"ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში ყველაფერს გაიგებს - მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, პარტიის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„გაიგებთ ყველაფერს, მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას. "ქართული ოცნება" გაიგებს ყველაფერს დღეს, ხვალ, ზეგ და უახლოეს დღეებში. ძალიან ამომწურავად ვისაუბრებ, ყველაფერს გაიგებთ. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“,-აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ისინი დღეიდან ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა