ფოთში  ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა, მერის მოადგილეები - მამუკა პაპასკირი და ზაქარია გვრიტიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე გაეცნენ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

„სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

„აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N12 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებში.

პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ, ჯგუფების, საძინებლების, გასახდელების რეაბილიტაციას, კარ-ფანჯრების შეცვლას, ჭერისა და იატაკის მოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 164 590,99 ლარს შეადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა