კახა კახიშვილი - ამნისტია არ უნდა შეეხოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს

დეპუტატ კახა კახიშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტში მკაფიოდ უნდა გაიწეროს, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია, ასევე დაზუსტდეს, რომ არ ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. გარდა ამისა, განისაზღვროს დანაშაულის ჩადენის ლოკაცია და შინაარსი.

მისი თქმით, ყოველთვის ხდება დანაშაულის ამნისტირება, იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე.

„ვფიქრობ, პროექტიდან სიტყვა „მოვლენა“ უნდა ამოვიღოთ, ამნისტია 19-21 ივნისს მომხდარ დანაშაულს შევახოთ და არა მოვლენას. დანაშაული აღრიცხულია სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, მუხლებზე უნდა გადავიდეთ და არა მოვლენის ზოგადად შეფასებაზე. მეორე საკითხია მომხდარი დანაშაულის ტერიტორიული ლოკაცია. სად მოხდა 19-21 ივნისს - მხოლოდ რუსთაველზე, ავლაბარში, ისანში და ვაზისუბანში, თუ ზოგადად ამ ქვეყანაში 19 და 21 რიცხვებში მომხდარი დანაშაული, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად პოლიტიკურ აქტივობას. როგორ ავსახავთ იმასაც, უკავშირდება თუ არა პოლიტიკურ აქტივობას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ზოგად პრინციპებზე საუბარი არასწორი იქნება, რადგან ახლა მსჯელობა ოფიციალურად უკვე რეგისტრირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდეს დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ დროისთვის დარეგისტრირებული არ არის, რომლის შესახებაც თავის დროზე არც დაზარალებულს შეუტყობინებია პოლიციისთვის და არც დანაშაულის ჩამდენს.

„უნდა ჩამოვწეროთ მუხლები, კონკრეტულად რომელ მუხლს ეხება, რომელს არ ეხება, ან მუხლის ნაწილს, ჩადენილი დანაშაულის ტერიტორიას და შინაარსს. გარდა ამისა, ასევე, შეგვიძლია, უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ამნისტია არ ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საკითხები სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა