20 მაისს, 09:00 საათზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში მსოფლიო თასის პარაწოლჭიმში გათამაშება გაიმართება, რომელიც ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.
მის: სასტუმრო „ჰუალინგი“, ლეჟავას 22
საკონტაქტო: ნინო მეუნარგია - 599 87 47 74
20 მაისს, 10:45 საათზე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი საარჩევნო რეფორმის საკითხზე სამუშაო პროცესს შეაფასებენ და ცესკო-ში ფრაქციის წარმომადგენელს გიორგი სიორიძეს წარადგენენ.
საქართველოს პარლამენტში, B კორპუსი, მეორე სართული. ბიუროს ოთახთან
20 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამართავს ბრიფინგს, სადაც გააკეთებს განცხადებას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისთვის ექსპონატების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მის.: სანაპიროს 4
საკონტაქტო პირი: ანუკი კანკია 595 72 04 04
20 მაისს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) პრესკონფერენციას გამართავს და „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებების შეფასების დოკუმენტს წარადგენს.
მის: ირ. აბაშიძის 12 ბ.
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03
20 მაისს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ სამუშაო ჯგუფის წევრები, ზეპირ მოსმენებს გამართავენ წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
20 მაისს, 11:00 საათზე, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, გორში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
მის: გორი, სტალინის ქ. 16
20 მაისს, 11:00 საათზე, ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბესიკ თოდუას გამოკითხავენ.
მის: გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება
საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599161015
20 მაისს, 11:00 საათზე, „ალტერნატივას“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: როგორ ხორციელდება რეგულაციები ტურიზმის სფეროში; პრივილეგირებული კომპანიები; სექტორის მონოპოლიზაციის მცდელობები.
მის: რუსთაველის გამზირი 40ა
20 მაისს, 11:30 საათზე, „ბიზნეს ქრონიკის“, „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი და წამყვანი, „ჰოლონის“ დამფუძნებელი ირაკლი წულაია „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: „ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტები“.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
20 მაისს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები საქართველოში იტალიის ელჩს პარლამენტში შეხვდებიან.
მის: საქართველოს პარლამენტში, ოთახი 307
საკონტაქტო: 577624445
20 მაისს, 12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
20 მაისს, 12:00 საათზე, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და საარჩევნო სისტემის რეფორმა!
მის: გურამიშვილის 78 (ტელეკომპანია „ახალის“ შენობა)
საკონტაქტო: 555 36 59 72
20 მაისს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მის: პარლამენტი C კორპუსი ოთახი 140
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634
20 მაისს, 13:00 საათზე, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნილს ნიგაარდს შეხვდება.
მის: მაჩაბლის 11
საკონტაქტო პირი: თეონა ომანაძე ტელ: 599 58 00 01
20 მაისს, 13:00 საათზე, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) რელიგიური ორგანიზაციები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 29ა, მე-2 სართული
20 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და პარტია „ლელოს“ წევრები კახა კოჟორიძე და სანდრო ბარამიძე სასამართლო რეფორმის საკითხზე ბრიფინგს გამართავენ.
საქართველოს პარლამენტში, B კორპუსი, მეორე სართული. ბიუროს ოთახთან.
საკონტაქტო: 577624445
20 მაისს, 15:00 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
20 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული გალერეის ეზოში წიგნის - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. 11
20 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო: ნინო კვანტრიშვილი 595 244 495
20 მაისს, 16:00 საათზე, არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან პრესკონფერენცია გამართავენ. ხელმომწერი ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ.
მის: ბოჭორმის ქუჩა N12
საკონტაქტო: სალომე აჩბა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) 593 73 75 03