ნატო ჩხეიძის აზრით, არსებული ფორმით ბოიკოტის გაგრძელებას აზრი არ აქვს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში არშესვლით "ქართულ ოცნებას" ფუფუნება არ უნდა შეუქმნას

„ქართულ ოცნებას“, რომელსაც დიდი ხანია ეოცნებებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაესამარებინა, მოეთავებინა თუ დაესრულებინა, არანაირი ფუფუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკით პარლამენტში გასულმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ ფუფუნება იქნება.

ნატო ჩხეიძის განმარტებით, საკმაოდ სერიოზული, რთული და მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან ერთად ბლოკიც. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, ოპოზიციური ერთობა დაიშალა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთობა შენარჩუნებული იყოს იმ პოლიტიკურ პარტიათა გადაწყვეტილებებში, რომლებსაც დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ.

„ახლა, ამ ვითარებაში, ყველას, ვინც არ ვართ ხელმომწერები 19 აპრილის შეთანხმების, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ერთნაირი გადაწყვეტილება გვქონდეს და აქ აღარ მოხდეს რაიმე ცვლილება გადაწყვეტილებებში.

განსხვავებული პოზიციები აქვთ არა მარტო მათ, ვინც არ არის სიაში, არამედ მათაც, ვინც სიაშია, ასე არ არის, რომ ვინც სიაშია, მათ უნდათ რომ შევიდნენ. ასეთი მიმართულება რომ ყოფილიყო, 19 აპრილსაც მოეწერებოდა ხელი. ჩვენს ერთობას ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აქ გადაწყვეტილების დროს არ უნდა იყოს მკვეთრი სხვადასხვაობა, იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო გულს გაუტეხს საზოგადოებას, ამომრჩეველს იმით, რომ დაღავდა ისედაც ერთიანი ოპოზიციური ბლოკი, რომელსაც მაგიდა ერქვა და „ოცნება“ ფანჩატურს ეძახდა. აქედან გამომდინარე, ვინც დავრჩით, ჩვენი ერთობა არ უნდა დაიშალოს და ერთ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. ვფიქრობ, რომ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ბლოკი მიიღებს და იმ გადაწყვეტილებას შორის, რაც ჩვენმა პარტიამ მიიღო, არ იქნება სხვაობა.

„ქართულ ოცნებას“, რომელსაც დიდი ხანია ეოცნებებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაესამარებინა, მოეთავებინა თუ დაესრულებინა და დღეს ირაკლი კობახიძის აზრიც მოვისმინეთ, რომ დემოკრატიისთვის თურმე უკეთესი ასეაო, - ძალიან გაუგებარია დემოკრატიის ასე შეფასება, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს, ამიტომ არანაირი ფუფუნების საშუალება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ამასთანავე, ნატო ჩხეიძის განცხადებით, ბოიკოტს ნამდვილად ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სრულიად სხვა ვითარება შეიქმნა, არსებული ფორმით ბოიკოტმა აზრი დაკარგა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა