სერგო ჩიხლაძე - “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს“,- ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას.

„ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არ აინტერესებთ საქართველოს ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია. ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და თურქმენეთისკენ. ეს დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. ამას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ისინი წუხილს გამოხატავენ, პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ არის გზა ევროპისკენ, ეს არ არის გზა დასავლეთისკენ. ეს არის გზა ლუკაშენკოსკენ, პუტინისკენ და ბერდი მუხამედოვისკენ. ასეთ გზას ადგას „ქართული ოცნება“.

ეს ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. თუნდაც, შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას“,-აცხადებს ჩიხლაძე.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით შემდეგი სახით მიიღეს: ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა