ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა სურთ მოქალაქეებზე გადაიტანონ, დაზარალებულებს შეახოცონ ხელი - ეს უპასუხისმგებლობაა

ყველანაირად ცდილობენ, სახე შეუნარჩუნდეს ბრალდებულ ნიკანორ მელიას, მაგრამ კანონდამრღვევებს, რომლებიც კანონს არღვევენ და სახელმწიფოს პატივს არ სცემენ, ვერაფერი გაათეთრებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ კანონპროექტით ოპოზიციას მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა დაზარალებულ მოქალაქეებზე გაადააქვთ, რაც მათი მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

„ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ ამ ადამიანებს არ სურთ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, ვინაიდან დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, სურთ, რომ გადაიტანონ მოქალაქეებზე, დაზარალებულებს შეახოცონ ხელი - მორიგდებიან თუ არა ისინი პოლიციელთან ან პოლიციელი მოურიგდება თუ არა დაზარალებულს. ეს არის პრობლემა, ეს არის უპასუხისმგებლობა ამ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, უნდა შეეხოს თუ არა 20 ივნისთან დაკავშირებით მომავალში შესაძლო გამოკვეთილ დანაშაულებსაც, ოხანაშვილი აცხადებს, რომ ეს შეთანხმების ტექსტში ნათლად წერია.

„შეთანხმების ტექსტში წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სამართალდარღვევას, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც რომ მოუსმინოთ, ოთარ კახიძე სალომე სამადაშვილს ეკამათებოდა ამას წინათ იმაზე, რომ არსად წერია, რომ ვინმე უნდა გამოირიცხოს, ამიტომ თვითონ გაარკვიონ. შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ ყველა სამართალდარღვევა 20 ივნისთან დაკავშირებით უნდა ამნისტირდეს. ეს ნიშნავს, რომ ეს რთული და მძიმე ფურცელი უნდა გადაიშალოს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას