ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს.

წყაროს ინფორმაციით, მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.

„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. კლინიკაში არც იმას აზუსტებენ უკვე დატოვა თუ არა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა საავადმყოფო.

„სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ვერანაირ ინფორმაციას დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ“,- აცხადებენ კლინიკაში.

არსებული ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ასევე დავუკავშირდით ივანე მაჭავარიანსაც, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა