ირაკლი კობახიძე - ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა თავისუფლების მოედანზე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეულები ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან.

„რომ გავყვეთ სახელებსა და გვარებს: ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში მთელი თავისი ოჯახით, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მწვავე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც აფრიალებდა საქართველოში რუსული საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა.

შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი - ეს ადამიანები აკეთებენ რუსეთის საქმეს და ისინი „აპროტესტებდნენ" გუშინ მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ვიზიტს საქართველოში.

იქ იყვნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იმავდროულად არიან დაკავშირებული რუსეთთან და რუსული საქმის მკეთებლები. ეს არ იყო მარტო პარტიული პროტესტი ეს იყო რუსულ - „ნაცმოძრაობის“ პროტესტი. რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, აქ პოზიცია ბუნებრივია არის ცალსახა და ეს პოზიცია იყო გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალურ რეაქციაში. როგორც მოგეხსენებათ, იყო დარღვეული ცალსახად კოვიდრეგულაციები და ამოქმედდა შესაბამისი სანქციები, როგორც სასტუმროს, ასევე სტუმრების მიმართ. პასუხი იყო სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, „მაგრამ ამ ადამიანებს არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა თავისუფლების მოედანზე“.

„სინამდვილეში ყველაფერი არის ფარსი, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ. არავის გაჟრიალებია, როცა მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულად. სინამდვილეში ისინი რუსული საქმის მკეთებელი ხალხია“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი კობახიძე - ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა თავისუფლების მოედანზე

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა