ვანო მაჭავარიანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძე ეხმაურება ივანე მაჭავარიანის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვებას და მას მადლობას უხდის.
"ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის! ვანომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ვუსურვებ წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში!”, - წერს კობახიძე.