პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძის ინიციატივითა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, დღეს, ამავე კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საბჭო საქართველოში მცხოვრებ თექვსმეტ თემს აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი ორმხრივი, ეფექტიანი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა იქნება. საბჭო აქტიურად იმუშავებს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების დასაქმებისა და კულტურული მიმართულებებითაც.

„ეროვნული უმცირესობები ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. მათი საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში ეფექტიანი ჩართულობის მიზნით, დღეს, დიასპორის კომიტეტის ბაზაზე, ეროვნული უმცირესობების საკონსულტაციო საბჭო შევქმენით. ამ ეტაპზე საბჭო 16 თემს აერთიანებს და ის ღიაა ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული უმცირესობების საპარლამენტო საქმიანობის ჩართვასა და ორმხრივი ინტეგრაციის მიმართულებებით", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომას, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ესწრებოდა.

„ყველას, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ძალიან გვჭირდება ჰარმონიული თანაცხოვრება, თანასწორობის მიღწევა და ერთმანეთთან თანამშრომლობით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიღწევა", - განაცხადა ლია გიგაურმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამინისტროს წარმომადგენელი აქტიურად იქნება ჩართული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, დღეს, საბჭოს შექმნას მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტმა დღესვე საკონსულტაციო საბჭოს დებულება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა