საქართველოს პარლამენტის წევრი, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და დამსახურებული პედაგოგის ოჯახებში იმყოფებოდა. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ როზეტა გუჯეჯიანსა და ლია ლეჟავას ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
“ ყოველწლიურ ტრადიციულ ღონისძიებად გვაქვს ქცეული, გაზაფხულის დღესასწაულების დამსახურებული ქალებისათვის მილოცვა. დღეს, იმ ადამიანებს ვესტუმრეთ, რომლებიც თავისი ცხოვრების წესით მისაბაძი არიან ჩვენი მომავალი თაობისთვის და მრავალი წელია მათ ამ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ.
მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს ეს დღესასწაულები მივულოცო და ვუსურვო წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება! - განაცხადა რიმა ბერაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.