ივანე მაჭავარიანი - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ - დანაკლისი ნამდვილად არის

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა დანაკლისი მმართველი გუნდისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის წასვლა.

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ. იცით, ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, შესაბამისად, დანაკლისი ნამდვილად არის“,-აცხადებს მაჭავარიანი.

როგორც ივანე მაჭავარიანი აცხადებს, მინისტრების ცვლილების მიუხედავად, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

„მგონი, გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია. ჩემი აზრით, არ საჭიროებს კომენტარებს. მას არ უხსენებია სიტყვა „დაპირისპირება“ არც შიდა, არც გარე. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს.

ხელისუფლებაში, ისევე როგორც გიორგი გახარიას, მაია ცქიტიშვილის როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები, კი ბატონო, მნიშვნელოვნები არიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ის კურსი, რეფორმები უნდა გაგრძელდეს შეიცვლება თუ არა ფინანსთა მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი. ადრე თუ გვიან ყველა იცვლება, მთავარია კურსიდან გადახვევა არ მოხდეს“,-აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა