“ევროპელმა სოციალისტებმა“ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ თავი შეიკავეს

დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ “ევროპელ სოციალისტებმა“ თავი შეიკავეს. დეპუტატებმა - ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ კენჭისყრის პროცედურის წინ რეგისტრაცია გაიარეს, ისინი სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა საკითხს არც მხარი დაუჭირეს და არც წინააღმდეგ მისცეს ხმა.

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

იხილეთ ვიდეო:"ევროპელმა სოციალისტებმა" ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ თავი შეიკავეს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა