„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხზე გუნდურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს. პარლამენტის მომდევნო სხდომაზე დადგება ნიკა მელიას საკითხიც. ზოგადად, გუნდურობის კუთხით საკითხის გადაწყვეტა არ გვიჭირს. მელიასთან დაკავშირებითაც პარლამენტი იმსჯელებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ საკითხს გუნდურად განვიხილავთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა.