ხათუნა გოგორიშვილი - ნიკა მელიასადმი დამოკიდებულება ეს არის გაგრძელება პოლიტიკური ვაჭრობის, ოპონენტებზე ზეწოლის, რაც აღარავის გვიკვირს

ნიკა მელიასადმი დამოკიდებულება, ეს არის გაგრძელება იმ ვაჭრობის, ადამიანებით ვაჭრობის, პოლიტიკური ვაჭრობის და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის, რომელიც აღარავის გვიკვირს და პირველ რიგში არ უკვირს ნიკა მელიას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში გონებით და ლოგიკით ვერ იმსჯელებ, ამიტომ ყველაფერი მოსალოდნელია.

"ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ, რომ "ოცნებისგან" არაფერი არ გამიკვირდება. ერთი მარტივი რამ შემიძლია გითხრათ, რომ "ოცნებასთან" მიმართებაში ლოგიკით და გონებით არ უნდა ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ ყველაფერი შეიძლება მოუვიდეთ მათ ავადმყოფურ თავში. ნიკა მელიასადმი დამოკიდებულება, ეს არის გაგრძელება იმ ვაჭრობის, ადამიანებით ვაჭრობის, პოლიტიკური ვაჭრობის და პოლიტიკური ოპონენტებზე ზეწოლის, რომელიც აღარავის გვიკვირს მგონი და პირველ რიგში არ უკვირს ნიკა მელიას, იმიტომ, რომ მათ შორის, რაც მას სრულიად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, არამგონია ახლა სასამართლოს დამოკიდებულება მისდამი რამე სიახლეს გამოაჩენდეს", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას