ხათუნა გოგორიშვილი - არავინ არსად წასვლას არ აპირებს, პარტიაში ახალი თანამდებობები იქნება თუ არა, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და ყველასთვის გახდება ცნობილი

ჩემი ინფორმაციით, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას რამდენიმე წევრი ტოვებს.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში პარტიის პოლიტსაბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, გადაწყდება ვინ დარჩება პოლიტსაბჭოში და ვინ არა.

"მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. "ევროპული საქართველოს" წესდების მიხედვით, ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ, როგორც სტრუქტურულ წყობას ასევე, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას. საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოხდება გადახედვა ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება, ოღონდ ეს არ არის პერსონებთან დაკავშირებული. ეს დაკავშირებულია იმ შედეგებთან, რაც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე, იქნება მიღებული გადაწყვეტილებები ამ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან. ასე იყო ადრეც.

ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის წესებს ვადგენთ ნებისმიერი არჩევნების დროს და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ასევე საპარლამენტო არჩევნევზე დავდეთ კონკრეტული წესი. "ევროპული საქართველო" არის პარტია, რომელიც თავის წესდებას სცემს პირველ რიგში პატივს და ამომრჩეველს სცემს პატივს, იმიტომ, რომ როდესაც ორგანიზაციას აქვს ნდობა მის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი უნდა იყოს, როცა ნაკლები ნდობა აქვს -სხვანაირი. რაც შეეხება კონკრეტული პერსონების და ლიდერების საკითხს მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით, არავინ არსად წასვლას არ აპირებს. მე ველაპარაკე მათ. კონკრეტულად რა და როგორ, რა ახალი თანამდებობები იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და ყველასთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: არავინ არსად წასვლას არ აპირებს

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას