ირმა ნადირაშვილი კობახიძის განცხადებაზე - სინამდვილეში ეს არის დრო „ქართული ოცნებისათვის“, რომ პარლამენტში, დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის შეფასებით, საბოტაჟთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გაუგონარი და უპრეცედენტოა.

მისი თქმით, ამ საქციელით „ქართული ოცნება“ კანონმდებლობას არღვევს, რადგან ადამიანების პარლამენტში ძალით გაჩერება შეუძლებელია.

ირაკლი კობახიძემ გამოიყენა გაუგონარი ტერმინები საბოტაჟთან დაკავშირებით, ამ მოტივით მათ უარი თქვეს, რომ ოპოზიციას შეუწყვიტონ საპარლამენტო მანდატები, ეს გაუგონარი ქმედებაა, როდესაც არსებობს განცხადებები და ადამიანები უარს ამბობენ გაყალბებული არჩევნების შედეგის მიღებაზე. ამ ვითარებაში ეს საქციელი არის უპრეცედენტო, გაუგონარი და კანონმდებლობის დარღვევა, ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი. რაც შეეხება მოტივს, რომ მეტი დროს მისცენ ოპოზიციას, ეს არის სინამდვილეში დრო „ქართული ოცნებისათვის“, რომ პარლამენტში, დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ და მეტი ელისაშვილი იპოვონ. ვფიქრობ, საერთო სურათი მაინც ვერ შეიცვლება, ერთი და ორი ადამიანის შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შეიცვლის ხასიათს და ის არ იქნება ჩრდილოეთ კორეის საკანონმდებლო ორგანო. ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რომ არიან ადამიანები, ვისაც სურთ პარლამენტში შესვლა, უკვე გვესმის დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებისათვის, თითქოს მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ნება და ექცევიან სხვების „ბულინგის“ ქვეშ, თუ ვინმეა „დაბულინგებული“ ამ პარლამენტში, თუ ვინმეს საკუთარი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ ივანიშვილის გონების კარნახით მოქმედებს, ეს სწორედ ბატონი კობახიძე გახლავთ, რომელიც დღეს მორიგი ბოდვით გამოცხადდა ჩვენს წინაშე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის საბოტაჟს ცდილობს, თუმცა კონსტიტუციას შეუძლია ამ მცდელობას ეფექტური ინსტრუმენტები დაუპირისპიროს“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა