ხათუნა გოგორიშვილი - თუ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს ჩააგდებს, ყოველი სამშაბათი დღე პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 დადგენილების კენჭისყრით დაიწყება

თუკი პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებს და კენჭისყრაზე შესაბამისს დადგენილებებს ჩააგდებს, მოხდება ის, რომ ყოველი სამშაბათი დღე პარლამენტში 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 დადგენილების კენჭისყრით დაიწყება, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, “ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.

გოგორიშვილის აზრით, “ქართული ოცნების“ უმრავლესობისათვის მეორე გზა რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების განხორციელებაა.

“პარლამენტმა ოპოზიციონერი წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სათითაოდ, სახელ-გვარის მიხედვით უნდა უყაროს კენჭი. თუ მოხდა ისე, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. თავისუფალი კენჭისყრიდან გამომდინარე მწვანე პულტს ხელი არ მიაჭირა, მიაჭირა წითელს ან საერთოდ არ მიაჭირა, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყდება. ამის შემდეგ მოხდება ისე, რომ ყოველი მომდევნო სამშაბათი იმდენ დადგენილებებზე კენჭისყრით დაიწყება, რამდენ დეპუტატსაც უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ყოველ სამშაბათს 51 კენჭისყრა უნდა იყოს, რადგან პარლამენტს არა აქვს უფლება განიხილოს და კენჭი უყაროს სხვა საკითხს თუკი დღის წესრიგში ვინმეს უფლებამოსილების ცნობა ან უფლებამოსილების შეწყვეტა დგას. მეორე ვარიანტია ის, რომ რეგლამენტი შეცვალონ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილი იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ პარლამენტს უყურებს, როგორც საკუთარ კანტორას და კანონს, რეგლამენტს, რეგულაციებს ისე აბამენ ყურს, როგორ დავალებასაც მიიღებენ.

“პარლამენტის ავტორიტეტი არც მანამდე იყო მაღალი, მაგრამ ახლა - ერთპარტიულობის პირობებში საერთოდ ნოლს მიღმა ჩავიდა. სამართლებრივი თვალსაზრისით არც ის შეიძლებოდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტაზე ჯერ “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების განცხადებები განეხილათ და დანარჩენი განცხადებები უგულებელყოთ, რადგან რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ თუკი პარლამენტის წევრმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა, შვიდი დღის ამოწურვის შემდეგ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალდებულია განცხადებები პირველივე სხდომაზე განიხილოს - არა თუ შვიდი, არამედ 107 დღე გავიდა. არ შეიძლება ხელისუფლება იმას ამბობდეს, რომ კანონს საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე არ შეასრულებს. პირდაპირ აცხადებენ, რომ მათთვის კანონი უზენაესი არ არის და ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას