სოზარ სუბარი ოპოზიციაზე - მათი კოლეგებისგან ბულინგი იგივე თავზე ნაგვის დაყრაა - ეს საწყლები ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით: "მე უკვე ამოვყავი თავი საცივიდან“, „მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს, მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად“

ბულინგი, რაც მოდის მათი კოლეგებისგან, იგივე თავზე ნაგვის დაყრაა - საწყლები ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით: "მე უკვე ამოვყავი თავი საცივიდან“, „მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს, მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ბულინგის პირობებში, რომელ პოლიტიკაზეა საუბარი.

სოზარ სუბარის განცხადებით, მაგალითად, სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან.

„მიუხედავად იმისა, რამდენად მომწონს ხოლმე ქალბატონი სალომე სამადაშვილის აზრები ძალიან ბევრ თემაზე, სამადაშვილსაც, გოცირიძესაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვატყობ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან, მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით, რომ არ ემხრობოდა ბოიკოტს და არ შესვლას თუმცა, იმისთვის, რომ შემდეგ ველური გამოხტომები არ ყოფილიყო მის წინააღმდეგ, რაც ბათუმში ვიხილეთ, საერთოდ, პარტიიდანაც წავიდა, თანამდებობიდანაც, სად წავიდა, არ ვიცით“, - განაცხადა მან.

რეპლიკაზე, რომ რომან გოცირიძემაც და სალომე სამადაშვილმაც დაწერეს განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე, სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ეტობა მათ წინასწარ იცოდნენ, რა ემუქრებოდათ“.

„ისევ ბათუმის, ჩავლეიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ, ძალიან ცუდ გამოხტომას გავიხსენებ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ქმედებით ნაგვის თავზე დაყრა, ის ბულინგი, სიტყვების წამოძახილი, რაც მოდის ხოლმე მათი კოლეგებისგან, იგივე თავზე ნაგვის დაყრაა. როცა, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი ზის და „თავი ამოყავით ახლა, საცივებიდან, აბა, რას აკეთებთ და ქუჩაში როდის გადიხართ, რევოლუციის თავი, ან ერთი ადგილი თუ გაქვთ“, ასეთი ტონით ელაპარაკება, ეს საწყლები, ღირსებაშელახული ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით, „იცი, რა მე უკვე ამოვყავი დიდი ხანია თავი საცივიდან“, „მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს და მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად“, რა თქმა უნდა, დედას გეფიცები, პარლამენტში არ შევალ, როცა ასეთი ტონით ლაპარაკობენ, საერთოდ, რომელ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, გამაგებინეთ რა, მართლა რა ხდება ამ ოპოზიციაში, იქნებ ვინმემ, დასვას კითხვა“, - აღნიშნა სუბარმა.

მან ასევე პარტია „ლელოზე“ ისაუბრა, სუბარის თქმით, საინტერესოა „ლელოს“ სხვა წევრების პოზიცია, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ მკვეთრი პოზიციები, თუმცა ახლა მათი ხმა არ ისმის.

„იგივე მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა, რატომ არ ისმის დავით უსუფაშვილის ხმა, კახა კოჟორიძის ხმა, მამუკა კაციტაძე იყო იქ, მაინტერესებს მათი აზრიც“, - განაცხადა სუბარმა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ დავით უსუფაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სუბარმა უპასუხა: „რაღაც საეჭვო განცხადებაა ეგეც, მაგრამ კაი... კოჟორიძესაც იგივე პრობლემა აქვს? კარგი, კაციტაძე გასაგებია, პარლამენტში არ შესულა, მაგრამ მაინც ჰქონდათ ყოველთვის თავისი მკვეთრი პოზიციები. ლევან კობერიძის ხმა არ გაგვიგია არსად, ეთანხმებიან ისინი ამ პოზიციას?“

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა